INVISALIGN
კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე.

ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია ინოვაციურ, განვითარებულ სისტემებსა და ტექნოლოგიებში, რამაც შედეგად მოგვცა მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიონზე მეტი წარმატებული შედეგი. ხოლო iTero-ს ინტრაორალური სკანერის წარდგენით, ჩვენ ავწიეთ ციფრული სტომატოლოგიის დონე.

„ტექნოლოგია, შეთავსებული კომფორტთან, შედეგად იძლევა პაციენტისა და ექიმის კმაყოფილებას." ექ. როსა მოტოლესი, იტალია
ეს ტექნოლოგია, შექმნილია მკურნალობის დროის შესამცირებლად და თქვენი პოტენციალის გასაზრდელად.

ეს არის ტექნოლოგიის უახლესი თაობა თქვენს პრაქტიკაში.
თქვენ უკვე 60 წამში ხედავთ თქვენს გასწორებულ კბილებს!

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ iTero ინტრაორალური სკანერი პაციენტის აკმაყოფილებს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე.

iTero სკანერით გადაღებულია 2,7 მილიონზე მეტ ორთოდონტიული ქეისი და 1,2 მილიონზე მეტი Invisalign ქეისი.


კითხვებზე პასუხები
ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად დასმული კითხვები.
დააწკაპუნეთ თითოს და მიიღეთ ამომწურავი პასუხები
რა არის INVISALIGN?
Invisalign სისტემა - ეს არის კბილების გასწორების პრაქტიკულად უხილავი საშუალება.

3D ვიზუალიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, Invisalign სისტემა ახდენს თქვენი მკურნალობის დემონსტრირებას დასაწყისიდან საბოლოო შედეგამდე, თქვენი ექიმის, Invisalign სერტიფიცირებული სპეციალისტის, მიერ დასმულ დიაგნოზზე დაყრდნობით.

გამჭვირვალე ელაინერების კომპლექტი მზადდება სპეციალურად თქვენთვის, თქვენს კბილებზე მორგებული, რათა ეტაპობრივად მოხდეს მათი გადაადგილება.

როგორ მუშაობს Invisalign სისტემა?
ელაინერები გადაადგილებენ კბილებს მკაცრად კონტროლირებადი და სინქრონიზებული მოძრაობებით.

ყოველ ეტაპზე ხდება მხოლოდ განსაზღვრული კბილების მოძრაობა, დაგეგმილი პროცესიდან გამომდინარე.
რამდენ დროს მოითხოვს Invisalign-ით მკურნალობა?
მკურნალობის დრო დამოკიდებულია მკურნალობის სირთულეზე. საშუალოდ, მკურნალობა გრძელდება 6 დან 18 თვემდე. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ექიმი კონსულტაციის დროს.

კვლევები გვაჩვენებს, რომ კბილების გასწორების შემდეგ, შესაძლებელია დროთა განმავლობაში ისინი პირვანდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ. ასე, რომ მკურმალობის შემდეგ, გარკვეული პერიოდით რეკომენდირებულია Vivera რეტეინერების ტარება.
რა უპირატესობები გააჩნია Invisalign-ს?
Invisalign ელაინერები არის გამჭვირვალე და პრაქტიკულად ვერავინ შეამჩნევს, რომ თქვენ კბილებს ისწორებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ Invisalign ელაინერები არის მოსახსნელი, მკურნალობის პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი საკვები და სასმელი, მათი მოხსნის შემდეგ.

ასევე, შეგიძლიათ გაისუფთაოთ კბილები ჯაგრისით და ფლოსით, პირის ღრუს ჰიგიენის სრულყოფილად დაცვისთვის. რეკომენდებულია ელაინერების ტარება დღე-ღამეში 22 საათის მანძილზე.

ტრადიციული ბრეკეტ-სისტემისგან განსხვავებით, ელაინერები არ შეიცავენ მეტალის ელემენტებსა და მავთულებს. რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტები თქვენს ორთოდონტთან წაგართმევთ ბევრად ნაკლებ დროს, ვიდრე ბრეკეტ-სისტემით მკურნალობისას.

Invisalign სისტემა, საშუალებას იძლევა დაინახოთ მკურნალობის გეგმა და ვირტუალური შედეგი მკურნალობის დაწყებამდე.

ეს არის კბილების გასწორების ახალი მეთოდი?
ორთოდონტები და სტომატოლოგები მრავალი წლის მანძილზე, წარმატებით იყენებდნენ მოსახსნელ აპარატურას კბილების გასწორებისთვის.

Invisalign სისტემა კი იყენებს 3D ტექნოლოგიებს: კომპიუტერული მოდელირებისა და ინდივიდუალური პარამეტრების მიხედვით.

პროგრამული უზრუნველყოფა ClinCheck, საშუალებას აძლევს პაციენტს, კბილების გასწორების სრული პროცესი, დაგეგმარებიდან მკურნალობის დასრულებამდე, იხილოს ჯერ კიდევ მკურნალობის დაწყებამდე.

რამდენ პაციენტს აქვს გავლილი ან გადის მკურნალობას Invisalign -ით?
მსოფლიოს მასშტაბით, 8 მილიონზე მეტ პაციენტს აქვს ჩატარებული მკურნალობა Invisalign-ის სისტემით.

რამდენი წელი არსებობს კომპანია?
Align Technology, Invisalign - ის მწარმოებელი კომპანია დაარსდა 1997 წელს.


რამდენი წელი არსებობს ეს ტექნოლოგია?
1945 წელს ექ. კისლინგმა ივარაუდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ახალი ტექნოლოგიები, საშუალებას მოგვცემს პოზიციონირებადი მოწყობილობების გამოყენებით, უზრუნველვყოთ კბილების მოძრაობა კომპლექსური ორთოდონტიული მკურნალობის ფარგლებში.

დღეს, Align Technology იყენებს წამყვან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს Invisalign გამჭვირვალე ელაინერების კომპლექტის შესაქმნელად, რომლებიც აკმაყოფილებენ ინდივიდუალურ პარამეტრებს. პაციენტი თანმიმდევრულად ატარებს ელაინერებს, თანდათანობით, კბილების მოძრაობისათვის ქვედა და ზედა ყბაზე, საბოლოო შედეგის მისაღწევად.


რისგან არის დამზადებული ელაინერები და როგორ გამოიყურება ისინი?
თითქმის შეუმჩნეველი ელაინერები, დამზადებულია გამძლე, სამედიცინო კლასის, თერმოპლასტიკური მასალისგან, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად Invisalign-სთვის.

ამ მასალას ეწოდება SmartTrack.
შეუძლია თუ არა ნებისმიერ ექიმს Invisalign-ით მკურნალობის ჩატარება?
მიუხედავად იმისა, რომ Invisalign სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალ მკურნალობის კონცეფციასთან ერთად, მისი გამოყენებისათვის საჭიროა სპეციალური მომზადება.

ყველა ორთოდონტი, რომელიც დაინტერესებულია Invisalign-ით მკურნალობის ჩატარებით, ვალდებულია გაიაროს სწავლება.

მსოფლიოში, 90 000-ზე მეტ ორთოდონტსა და სტომატოლოგს აქვს გავლილი სწავლება Invisalign სისტემით მუშაობისათვის.


რამდენად ხშირად არის საჭირო ექიმთან ვიზიტი Invisalign-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ?
პაციენტები, როგორც წესი, სტუმრობენ თავიანთ მკურნალ ექიმებს 6-8 კვირის ინტერვალით, რათა დარწმუნდნენ, რომ მკურნალობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამასთან, მიიღონ ელაინერების შემდეგი კომპლექტი.

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის მიმდინარეობიდან გამომდინარე.


არის თუ არა Invisalign-ით მკურნალობა მტკივნეული?
პაციენტების გარკვეული რაოდენობა შესაძლებელია განიცდიდეს უმნიშვნელო დიკომფორტს, ახალი ელაინერის გაკეთების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ეს არის სრულიად ნორმალური. ჩვეულებრივ, აღწერენ როგორც მსუბუქი ზეწოლის შეგრძნება. მოცემული სიმპტომი - იმის მანიშნებელია, რომ ელაინერები მოქმედებენ და როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ ეს შეგრძნება გაივლის.


საჭიროა, თუ არა რეტეინერების ტარება Invisalign-ით მკურნალობის დასრულების შემდეგ?

რეტეინერების ტარება, ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობის დასრულების შემდეგ არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ეს აპარატები საშუალებას იძლევიან შევინარჩუნოთ კბილების ახალი მდებარეობა.

საქართველოში INVISALIGN-ით მომუშავე სერტიფიცირებული ექიმები
Invisalign Providers in republic of Georgia
Nino Beridze
ნინო ბერიძე
Nino Beridze's Orthodontic Center
596141177
[email protected]
www.orthodont.ge
Mane Oganian
MaxiDent
032 215 13 11
+995 555710480
[email protected]
Kazbegi 28, Tbilisi

Anna Metreveli
ანნა მეტრეველი
ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი - Anna Metreveli Dental Center
032 2 242124
[email protected]
Kakhaberi Sikharulidze
კახაბერი სიხარულიძე
DENTOCLUB
Rogo • როგო
+995 593393951
[email protected]
Tamar Metreveli
თამარ მეტრეველი
HBI-dentImplant
ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრი
995 599989400, 032 2379650, 032 2379670
[email protected]
Gvantsa Dolidze
გვანცა დოლიძე
Med. Dr - მედიცინის დოქტორი
კლინიკა 32 - Clinic 32
995 599535409
[email protected]
Zviad Rekvava
ზვიად რეკვავა
კლინიკა ელაინი
პ.იოსელიანის 12
+995550501115
[email protected]
Marika Naneishvili
მარიკა ნანეიშვილი
Albius
ალბიუსი
995 599700104, 032 2400707
[email protected]
www.albius.ge


Shorena Turkoshvili
შორენა თურქოშვილი
CSI Clinic - კლინიკა სი ეს აი
[email protected]
Tamar Kublashvili
თამარ კუბლაშვილი
Tamuna Kublashvili Orthodontics
+995 577756056
[email protected]
Ia Turkoshvili
ია თურქოშვილი

CSI Clinic - კლინიკა სი ეს აი
+995599512024
[email protected]
Lana Shengelia
ლანა შენგელია
Dentist-Ge
+995 555358567
[email protected]

Tamar Khizanishvili
თამარ ხიზანიშვილი
995 599029410
[email protected]
Tinatin Koiava
თინათინ ქოიავა

995 577718848
[email protected]
Tamuna Gegechkori
თამუნა გეგეჭკორი
თბილისი, ვაკე
+995 595287303
Gvantsa Pirtskhalaishvili
გვანცა ფირცხალაიშვილი
DENS - დენსი
+995599878729
[email protected]
Viviana Bibilashvili
ვივიანა ბიბილაშვილი
Bio Dent
ბიო დენტი
995 593303505, 032 2721257
v[email protected]

Rusudan Dumbadze
რუსუდან დუმბაძე
Harmony Clinic of Aesthetic Dentistry and Cosmetology/ ჰარმონია კლინიკა
+995 555511851
[email protected],
Nino Komakhidze
ნინო კომახიძე
Smile Studio - სმაილ სტუდიო
[email protected]
Tamar Topuria
თამარ თოფურია
Dental Academy
995 599573013, 995 599684477
[email protected]
გაქვთ კითხვები?
დაიწყეთ თქვენც უხილავი მკურნალობა ამერიკული სისტემით INVISALIGN.
მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე [email protected]
Made on
Tilda