პროდუქცია გამოიყენება 72 ქვეყანაში და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში
MIS-ის საერთაშორისო საგარანტიო სისტემა უზრუნველყოფს ხარისხს და იცავს პაციენტებს
ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით MIS-ის მილიონზე მეტი იმპლანტი ინერგება
ექიმების მოსაზრებები
ვმუშაობ ამდენი წელია დენტალურ იმპლანტაციაში და MIS იყო ჩემი პირველი იმპლანტების სისტემა. იმპლანტი SEVEN-ით დიდი ხანია ვმუშაობ და როგორც მე ვარ, ისეა ჭაღარა ხმარებაში.
ჩემი პირველი სიყვარული იყო, ასე ვთქვათ, იმპლანტებს შორის. და უკვე 15 წელიწადზე მეტია გვერდში მიდგას ეს კომპანია და გვემსახურება.
ჩემი პაციენტები კმაყოფილები არიან. კარგი პროდუქციაა ნამდვილად და, რაც მთავარია, მეიმედება. როგორი რაღაცაა იცით, ამის წინ ვკითხულობდი, რომ ყოველი მე-17 იმპლანტატი მსოფლიოში MIS-ისაა ანუ გაყიდვების ხუთეულის ლიდერია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არის სანდო. იცი, ვისთან გაქვთ საქმე და არის ხარისხიანი პროდუქცია.
კახა გურგენიძე
ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი
MIS-ის იმპლანტებს ვიყენებთ 2006 წლიდან. არის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი იმპლანტთა მწარმოებლებს შორის.
ძალიან მოსახერხებელია იმ პაციენტებისთვის, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ, რადგან ეს სისტემა მოიპოვება როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. რაც შესაძლებლობას იძლევა იმპლანტის ჩასმის შემდეგ მეორე ეტაპი პაციენტმა ჩაიტაროს მისთვის სასურველ ქვეყანაში.
MIS-ისთვის მახასიათებელია წლების შემდეგ ძვალტან კარგი შეთავსება, რაც იწვევს მის ხანგრძლივ ფუნქციონირებას. მარტივია მოსახმარებლად როგორც ქირურგისთვის, ასევე ორთოპედისთვის.
თამარ დოლიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექ. ორთოპედი, კლინიკის დამფუძნებელი
MIS-ის იმპლანტები არის მაღალი ხარისხის და ორიენტიერბულია ძვალთან მაქსიმალურ შეხორცებაზე. MIS-ის იმპლანტები იდეალურად ითავსებენ ხარისხსა და ფასს. პაციენტს ეძლევა საშუალება მიიღოს მაღალკვალიფიციური დახმარება მინიმალურ ფასად. MIS არის სანდო და წარმატებული კომპანია!
ამიტაპ ჯაბა კარაჯაევი
ექ. ქირურგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი. კლინიკების ხელმძღვანელი
კომპანია MIS-თან მაქვს შეხება და გამოცდილება 2017 წლიდან. კმაყოფილი ვარ ინტეგრაციით/გაძვალებით. სასიამოვნოა მუშაობის პროცესი ამ იმპლანტებთან. ვურჩევდი ყველა პაციენტს ჩაისვას იმპლანტი SEVEN-ი.
დიმიტრი ხეჩანოვი
ექ. ქირურგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი
MIS არის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. კომპანიის ორთოპედიული არჩევანი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ზუსტად ის ესთეტიური შედეგი, რაც ასე ძალიან უნდათ ჩვენს პაციენტებს. MIS-ის ინოვაციები და გამარტივებული სამუშაო ნაკლებად ტრავმატულს ხდის ოპერაციის პროცესს, რაც მეტი კომფორტია პაციენტისთვის. MIS-ის იმპლანტებს განსაკუთრებით კარგი შედეგები აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ პაციენტს გრძელვადიანი სასურველი შედეგი.
ქეთი ფილიშვილი
ექ. სტომატოლოგი, ქირურგი, ორთოპედი, თერაპევტი, ბავშვთა სტომატოლოგი
MIS არის წარმატებული კომპანია, რომელიც გამოირჩევა გულისხმიერი და მობილიზებული თანამშრომლებით. MIS-ი თავისი დახვეწილი სამუშაო სისტემით, კომფორტს უქმნის როგორც ექიმს, ასევე პაციენტს ოპერაციის მიმდინარეობის დროს. გვთავაზობს გრძელვადიან სტაბილურობას და სასურველ შედეგს. ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ MIS Implants.
დავით მამულაშვილი
ექ. ქირურგ/იმპლანტოლოგი, თერაპევტი, ბავშვთა სტომატოლოგი
MIS-თან ვთანამშრომლობთ წლების მანძილზე. ვიყენებთ როგორც M4-ს, ასევე SEVEN-ს. ყველაფერი მოგვწონს ამ კომპანიის პროდუქციაში.
ალეკო თეჯოიანი
ექ. ყბა-სახის ქირურგი
MIS-ზე დავიწყე მუშაობა 2019 წელს და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მისით, მითუმიტეს იმპლანტ SEVEN-ით. ყველანაირ პროდუქციის ავ-კარგიანობაზე. ასევე მოქმედებს მომწოდებლის პუნქტუალურობა და მობილობა, რაშიც კომპანიას ხუთ ბალიანი სისტემით შევაფასებდი 7-ით. არ დააგდოთ ტემპი და პირველობა განაღდებული გაქვთ საქართვცელოს ბაზარზეც.
მერაბ ძაგოშვილი
ექ. იმპლანტოლოგი, კლინიკის ხელმძღვანელი
მარტივი, ხარისხიანი და სანდო კომპანიის იმპლანტებია MIS-ის. კომპანია არის საკმაოდ ორგანიზებული, მოწესრიგებული კადრით დაკომპლექტებული, რომლის წევრები ძალიან კარგად ფლობენ მის პროდუქტს. ეს ექიმებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ახდენენ ინფორმაციის და პროდუქციის მიწოდებას, მუდმივად ვითარდებიან და იზრდებიან, ზრუნავენ ექიმის განათლებასა და მოტივაციაზე.
ნანა ცომაია
ექ, ქირურგ-იმპლანტოლოგი, პაროდონტოლოგი, ორთოპედი
MIS - ლიდერი კომპანიაა დენტალური იმპლანტების წარმოებაში, მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც დაფუძნებულია მაღალ ხარისხზე. MIS - დენტალურ იმპლანტაციაში იძლევა საშუალებას სრულფასოვანი ქირურგიული მანიპულაციის ჩატარებას. მე ვენდობი MIS-ს!
ზურაბ შეყილაძე
ექ. ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი
MIS-ის იმპლანტი SEVEN საკმაოდ გამოცდილი იმპლანტია, აპრობირებული, საიმედო. გამოირჩევა კარგი ოსტეოინტეგრაციით (ძვალთან მიზრდით). მან დიდი მოწონება დაიმსახურა მსოფლიოს იმპლანტოლოგებში.
აკაკი კალანდაძე
ექ. ქირურგ-იმპლანტოლოგი, ორთოპედი
ჩვენს კლინიკაში MIS-ის იმპლანტებს ვიყენებთ დაახლოებით 2004 წლიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ფასისა და ხარისხის შეფარდება არის ძალიან კარგი. კომპანია არის ძალიან სანდო, ყოველთვის მუშაობს ინოვაციებზე და წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მისი ნდობა შესაძლებებლია. MIS-ის კომპანია იმდენად ცნობილია, რომ პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში პაციენტს შეუძლია მიიღოს სათანადო დახმარება.
ნათია შათირიშვილი
General Dentist, კლინიკის ხელმძღანელი
MIS-ს აქვს ექიმებში კარგი რეპუტაცია, თბილი გარემო, კარგი სერვისი და ხელშეწყობა პროფესიონალურ განვითრებაში. მაღალი ხარისხის პროდუქციაა.
გალაქტიონ (გიგა) ღვინჯილია
ექ. სტომატოლოგი, თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი
MIS-ის იმპლანტები არის - უსაფრთხო, გარანტირებული შედეგით, რომელიც თავდაპირველად გარანტირებულია მსოფლიო ბაზარზე კომპანიის ავტორიტეტით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქვს მისაღები ფასი. გარდა ამისა პაციენტი საზღავარგარეთ მარტივად შეძლებს სერვისის მიღებას პაციენტი, რადგან კომპანია MIS-ის პროდუქცია ძალიან ბევრ ქვეყანაში არის წარმოდგენილი.
კარენ სარუხანიანი
ექ. ქირურგ იმპლანტოლოგი, ორთოპედი
მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია MIS-ის კომპანიის შესახებ. მარტივი კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ადვილი ხელმისაწვდომობა, მარტივი ორთოპედიული ნაწილი, თავისი მრავალფეროვანი არჩევანით.
ილია ნასარეია
ექ. ორთოპედი, სტომატოლოგი
MIS გამოირჩევა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებით, სწრაფი მომსახურებით და ექიმების მუდმივი განვითარებით. სრული ნდობა ამ იმპლანტებს.
მაია სეფაშვილი
ექ. ორთოპედი, სტომატოლოგი
გულწრფელად მომწონს MIS-ის კომპანია. ჩემს თვალში ძალიან დახვეწილი და მოწესრიგებულია. რაც მთავარია, მიდრეკილია გამარტივებისკენ და ხარისხზე, რაც ჩემი ცხოვრების დევიზია!
სოფიო კუტალაძე
ექ. თერაპევტი, ორთოპედი, ქირურგი
ჩვენი და MIS-ის სისტემის იმპლანტების კომპანიასთან თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. ეს არის გამოცდილი, ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კორპორაცია., რაც ვფქირობ უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენთვის ექიმებისთვის, ასევე ჩვენი პაციენტებისთვის.
მარიამ შუბლაძე
ექ. ორთოპედი, კლინიკის ხელმძღვანელი
დენტალური იმპლანტებით ადენტიის მკურნალობა მოითხოვს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას და ოპერაციის ზუსტ გეგმარებას. მანიპულაცია უნდა წარიმართოს ადექვატური ანესთეზიის ქვეშ, იმპლანტის სარეცლის იდეალურად ფორმირება და იმპლანტის ადექვატური ძალით ჩანერგვა ყბის ძვალში კი მკურნალობის წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
უნდა აღინიშნოს, რომ იმპლანტაციის წარატება არ არის მხოლოდ ინტეგრირებული იმპლანტი. აუცილებელია, სწორად ჩატარდეს რბილი ქსოვილების მენეჯმენტი და იდეალურად შესრულდეს ორთოპედიული სამუშაო, რომელიც ხანგრძლივად მოემსახურება ადამიანს. დენტალური იმპლანტაცია უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ექიმის მიერ. პროფესიონალი ექიმები ყოველთვის ირჩევენ ხარისხიან ინსტრუმენტებსა და მასალებს.
კომპანია MIS არის ერთ-ერთი ბრენდი, რომლის მაღალი ხარისხის პროდუქცია საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ პაციენტებს იმპლანტოლოგიის თანამედროვე მიღწევებით, დავუბრუნოთ მათ ღიმილის ესთეტიკა და ღეჭვითი ფუნქცია.
გიორგი აბულაძე
ექ. ქირურგ-იმპლანტოლოგი
კომპანია MIS დიდი ხანია საქართველოს ბაზარზე. არის წარმატებული კომპანია, შედეგებიც წარმატებულია. ინტეგრაციის პროცესი არის კარგი, შეთავსებადი, ორთოპედიული შედეგიც ძალიან კარგი.
ამ ყველაფერს კი განსაზღვრავს მისი ანატომიური და ბიოლოგიური აგებულება. 2006 წლიდან ვმუშაობ ამ სისტემაზე.
გისურვებთ წარმატებას!
გიორგი ქასრაშვილი
ექ. ქირურგ-იმპლანტოლოგი
პირველად რომ ჩავსვი MIS-ის იმპლანტი, ძალიან კომფორტული პროცესი იყო. როგორც პაციენტისთვის ასევე ექიმისთვის.
ამასთან ერთად, პაციენტი დარჩება ძალიან კმაყოფილი დადებითი ფუნქციური და ვიზუალური ეფექტით.
ნოდარ მესხი
ექ. ქირურგ-იმპლანტოლოგი
მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია MIS Implants არის საიმედო და სტაბილური, ყურადღებიანი პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
აკაკი ჯაფიაშვილი
ექ. ორთოპედი
MIS-ის იმპლანტები არის ერთერთი ყველაზე დახვეწილი დიზაინის იმპლანტები, რომლის გამოყენების პროცესში მინიმუმადეა დაყვანილი ყველანაირი გართულებები.
წლებია ვიყენებ ამ პროდუქციას და უზომოთ კმაყოფილი ვარ როგორც პროდუქციის ხარისხით ასევე კომპანიის მომსახურებით.
ეგნატე გიორგაძე
ექ. იმპლანტოლოგი, პარადონტოლოგი, ქირურგი
ექ. ორთოპედ-იმპლანტოლოგი პავლე ხუჯაძე MIS-ის კბილის იმპლანტების შესახებ
ექ. იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი კახა გურგენიძე MIS-ის კბილის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედ-იმპლანტოლოგი გიგა ქურიძე MIS-ის კბილის იმპლანტების შესახებ
ექ. იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი კახა გურგენიძე MIS-ის კბილის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედი თამარ რუხაძე MIS-ის იმპლანტების შესახებ
ექ. იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი ჯემალ სახეიშვილი MIS-ის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედი ვახტანგ პატეიშვილი MIS-ის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედ-იმპლანტოლოგი კონსტანტინე ვიაზოვსკი MIS-ის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედ-იმპლანტოლოგი იოანე მუნჯიშვილი MIS-ის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედ-იმპლანტოლოგი ავთო დარდაგანიძე MIS-ის იმპლანტების შესახებ
ექ. ორთოპედ-იმპლანტოლოგი ვახტანგ კონჯარია MIS-ის იმპლანტების შესახებ