რა უნდა იცოდეთ იმპლანტის შესახებ
დენტალური იმპლანტი — ეს არის კბილის ფესვის ხელოვნური ჩანაცვლება. იმპლანტაცია დაგეხმარებათ ერთი ან რამდენიმე კბილის სრულად დაკარგვის შემთხვევაში. იმპლანტი არ არის მთლიანი „ხელოვნური კბილი", ის მხოლოდ ხრახნია. მას დაკარგული კბილის ფესვის ადგილას ნერგავენ და ის ყბის ძვალს შეეზრდება.

შემდგომ, ძვალში ჩანერგილ იმპლანტზე მაგრდება ე.წ. აბატმენტი — ეს არის კონსტრუქციის ნაწილი, რომელიც შემდგომი გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის საყრდენის როლს ასრულებს. ზოგჯერ აბატმენტი და იმპლანტი მთლიან ერთეულს წარმოადგენს (ამას ეწოდება „დაუშლელი იმპლანტი" ან „მონოიმპლანტი".
გაითვალისწინეთ: გვირგვინი, ხიდი ან კბილის პროთეზი რაც შეიძლება ესთეტიური უნდა იყოს, რადგან იმპლანტისგან განსხვავებით, რომელიც ძვლაშია მოტავსებული, ისინი ჩანს. კარგი გვირგვინის ნამდვილი კბილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია და განსხვავება მხოლოდ რენტგენზე ჩანს.
რა სახის იქნება და როგორ გამოიყურება საბოლოო შედეგი?
თანამედროვე მასალები და კომპიუტერული ტექნოლოგიები გვირგვინისა და ხიდის ინდივიდუალურად დაპროექტების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია პაციენტის „ცოცხალი" კბილების ანატომიური თავისებურებების და ფერის შექმნა. არსებობს ქირურგიული მეთოდები, რომლის საშუალებითაც ღრძილის სწორი ბუნებრივი კონტურის აღდგენაა შესაძლებელი.

დღეს ყველაფერი შესაძლებელია და პაციენტების უმეტესობა ითხოვს, რომ ხელოვნური კბილები არ იყოს იდეალური და თეთრი, რომ ეს თვალშისაცემი არ იყოს. თუმცა, ამერიკაში პირიქით, კლასიკური ჰოლივუდური ღიმილი და ქათქათა კბილებია პოპულარული.
მარტივად რომ ითქვას, ხელოვნური კბილების გარჩევა ნამდვილისგან შეუძლებელია.
ვისთვის არის იმპლანტი შესაფერისი?
იმპლანტაცია, დამატებითი პროცედურებით, კბილების სერიოზული პრობლემების ნაწილის გადაჭრის საშუალებას იძლევა. რაოდენობრივი შეზღუდვები არ არსებობს: იმპლანტის გაკეთება შესაძლებელია ერთი კბილის ნაცვლად, შესაძლოა სიტუაციის გამოსწორება მაშინაც კი, როცა აბსოლუტურად ყველა კბილი დაკარგულია. ყველაზე ხშირ შემთხვევაში იმპლანტაციას მიმართავენ ზედიზედ რამდენიმე საღეჭი კბილის დაკარგვისას.

არსებობს რამდენიმე უკუჩვენება, მათ შორის ორსულობა, ონკოლოგია, ასაკი (18 წელზე ნაკლები), რადგან ყბა და თავის ქალა 20 წლის ასკამდე ჯერ კიდევ იზრდება. ზოგ შემთხვევაში, კი, მაგალითად შაქრიანი დიაბეტისას, იმპლანტაცია შესაძლებელია, მაგრამ რისკებთან არის დაკავშირებული.

რა სჯობს, იმპლანტი თუ...
იმპლანტებს აქვს მთელი რიგი უპირატესობები:
- იმპლანტის ნამდვილი კბილისგან გარჩევა შეუძლებელია
- თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაღეჭოთ საკვები ხელოვნური კბილის დაზიანების რისკის გარეშე
- ერთი ან რამდენიმე კბილის შეცვლისას მეზობელი კბილები არ დაზიანდება
- იმპლანტები ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას.

გადაწყვეტილება, რომელიც მთელი ცხოვრება თან გყვებათ
საერთო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მთელი ცხოვრება თან გყვებათ. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ კარგი სპეციალისტი გაგიკეთებთ მაღალი ხარისხის იმპლანტს.

არსებობს უარყოფითი მხარეებიც:

- ფასი. იაფი იმპლანტები ჯერ არ არსებობს.

- ოპერაცია. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა არის ტრავმა და სხეული რეაგირებს მასზე შესაბამისად. შესაძლებელია უმნიშვნელო ტკივილის შეგრძნება და შეშუპება. განსაკუთრებით, თუ საჭიროა დამატებითი ოპერაციები, მაგალითად, ძვლის პლასტიკა ან ღრძილების გადანერგვა.

- ხანგრძლივი დანერგვა. "კბილის ერთ დღეში დაბერგვა" შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში. მთელი პროცესი გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

- შეუჩვევადობა. თუ დიდი ხნის განმავლობაში კბილები არ გქონდათ, მოგიწევთ მათთან მიჩვევა, როდესაც ისინი კვლავ გექნებათ. შესაძლებელია შემთხვევით ლოყაზე ან კბილზე კბენა. დროთა განმავლობაში, ეს შეგრძნებები გადის. თავდაპირველად დიდი რაოდენობის კბილების აღდგენისას, შესაძლებელია დიქციის დარღვევა მოკლე დროით.

- ჰიგიენა და მოვლა. იმპლანტებზე ზრუნვა საჭიროა ისევე, როგორც ნამდვილ კბილებზე. დანერგვამდე, აუცილებელია კბილის ქვის მოშორება დარჩენილ კბილებზე, ხოლო იმპლანტაციის შემდეგ აუცილებელია ახალი კბილების მოვლა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები. რთულია ამას ნაკლი ვუწოდოთ, რადგან თქვენ არანაკლებ უნდა იზრუნოთ „საკუთარ" კბილებზე.

ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციაში იმპლანტაცია ერთადერთი შესაძლო გამოსავალია. თუმცა ხშირად საჭიროა არჩევანის გაკეთება იმპლანტაციასა და კონსერვატიულ მკურნალობას შორის.

Made on
Tilda