გიწვევთ BBB Academy-ს მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნება "ძვლისა და რბილი ქსოვილების რეგენერაციას".
ღონისძიება გაიმართება ტურინში, იტალიაში — ისტორიულ Reggia di Venaria-ში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
სიმპოზიუმი გააერთიანებს საერთაშორისო დონის ექსპერტებსა და მკვლევრებს. ასევე მოიცავს ყველასთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს: ბიომასალებს, ძვლის რეგენერაციას, ქირურგიულ ტექნიკებსა და ორალურ რეაბილიტაციას.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს ინტერაქციულ დისკუსიებსა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სპეციალურ სესიას.
შევხვდებით ტურინში!
მონაწილეობის პირობები
კონგრესზე დასასწრებლად ექიმებისთვის მოქმედებს შეთავაზება OsteoBiol-ის ბიომასალებზე.