იმპლანტის ღირებულება შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგრამ ეს არის მხოლოდ მთლიანი ღირებულების ერთ-ერთი ნაწილი. საბოლოო ფასი დამოკიდებულია თქვენს კლინიკურ მდგომარეობაზე, ექიმის კვალიფიკაციებზე და კლინიკის დონეზე.
ასე რომ, იმპლანტოლოგიური სისტემის გარდა, თქვენ უნდა გადაიხადოთ ექიმის მუშაობისთვის, წინასწარი პროცედურების ჩატარებისთვის (მაგალითად, კბილების პროფესიონალურ გაწმენდაში), დამატებითი ოპერაციების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში. ერთი პაციენტისთვის, იმპლანტის ჩახრახნა ერთი ფასი ეღირება, ხოლო მეორესთვის უფრო მეტი, რადგან შესაძლოა მას დაჭირდეს მთელი ყბის და კბილების მოწესრიგება. შემოწმების შემდეგ ექიმი შეძლებს მეტ-ნაკლებად ზუსტი თანხის დასახელებას. პირველადი გამოკვლევა, შესაძლოა იყოს უფასოც კი, მაგრამ გადახდა შეიძლება დაწესდეს მკურნალობის გეგმისთვის და უფრო რთული დიაგნოზისთვის.
მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ ისეთი კომპანიის იმპლანტები როგორიც არის MIS (ემაიეს) Implants by Dentsply Sirona. მაგალითისთვის, ამ კომპანიის იმპლანტი ყველაზე გაყიდვადია მთელ მსოფლიოში! ესეიგი, რამდენი ექიმი ენდობა მას.
ასევე ეგეთ კომპანიებს აქვთ ხარისხის ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და პაციენტი მუდამ დაცულია.
ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით შეარჩიეთ იმპლანტების კომპანია.