არის თუ არა მტკივნეული?
დიახ, ისევე, როგორც ნებისმიერი ოპერაციის დროს. უფრო სწორად, უშუალოდ იმპლანტაციის დროს თქვენ ვერაფერს იგრძნობთ - პროცედურა ადგილობრივი ან საერთო ნარკოზის ქვეშ ტარდება. ოპერაციის შემდეგ - ერთიდან ოთხ დღემდე - შეიძლება აღინიშნოს ტკივილი (დაახლოებით, როგორც კბილის ამოღების შემდეგ). ჩვეულებრივ, ტკივილი ნორმალურია, არ არის ძალიან ძლიერი და მარტივი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მას აქრობს. ძლიერი ტკივილი შეიძლება ორ შემთხვევაში იგრძნოთ: თუ გაქვთ ძალიან დაბალი ტკივილის ბარიერი, ან იმპლანტი გაკეთდა დარღვევებით. ხშირ შემთხვევაში, ტკივილის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე უშუალოდ ტკივილის შეგრძნება. იმისთვის, რომ პროცედურას არ მოყვეს გართულებები, გირჩევთ, გულდასმით აირჩიოთ კლინიკა და ექიმი.
არის თუ არა დანერგვა ძვირი?
ზოგადად, იმპლანტაცია არ არის იაფი ოპერაცია. იმპლანტები ძვირი მასალაა და ასევე გამოცდილი ქირურგის მომსახურება, დამატებითი მკურნალობა და პროცედურები შედის ფასში. ღირებულება მერყეობს და საგრძნობლად დამოკიდებულია შემთხვევის სირთულესა და იმპლანტების ხარისხსა და რაოდენობაზე.
აირს თუ არა პროცედურა ხანგრძლივი?
თითო იმპლანტის დანერგვის ოპერაცია 20-30 წუთს საჭიროებს. მკურნალობის ხანგრძლივობას რაც შეეხება, პერიოდი პირველი ვიზიტიდან მუდმივი გვირგვინის დანერგვამდე დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევაზე. ზოგ შემთხვევაში, იმპლანტების და დროებითი გვირგვინის გაკეთება შესაძლებელია ერთ დღეში. კონსერვატიულ მკურნალობას რამდენიმე თვე სჭირდება. ეს იმას უკავშირდება, რომ იმპლანტები უნდა შეხორსცდეს (მოხდეს ოსტეოინტეგრაცია) და ამას უნდა 3 თვიდან 6 თვემდე პერიოდი.