იმპლანტების ბრენდები

რატომ უნდა ვიცოდე ბრენდების შესახებ?
ექიმისთვის, ბრენდის ნიშანს ბევრი რამის თქმა შეუძლია. მან იცის კომპანიის ისტორია და მისი სამეცნიერო კვლევები, იგი უყურებს ზედაპირის დამუშავების ხარისხს და შეერთების ტიპს.
ეს ყველაფერი არც ისე საინტერესოა პაციენტისთვის, მას უბრალოდ სურს კარგი იმპლანტები გონივრული ღირებულებით. მაგრამ რამდენიმე მომენტი უნდა განიხილოს.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პროდუქციის ხარისხზე ექიმის აზრით. ახლა კი ჩვენ გეტყვით, თუ რაზე შეუძლია პაციენტზე ფოკუსირება.
ბრენდის პოპულარობა
პოპულარული ბრენდი - საიმედოა, ნაკლებად ცნობილი - სარისკო.

მწარმოებლის პოპულარობა - ანუ ბრენდთან მომუშავე ექიმებისა და კლინიკების რაოდენობა - ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

იმპლანტაციის თითოეულ სისტემას აქვს საკუთარი მახასიათებლები, ხელსაწყოები და აბატმენტების ვარიანტები. ჩახრახნის პროტოკოლი შეიძლება განსხვავდებოდეს. გარკვეულ სისტემასთან მომუშავე ექიმმა იცის ყველა ეს ნიუანსი.

გაიეგეთ რამდენად პოპულარულია ბრენდი, რამდენი კლინიკაა საქართველოში და მსოფლიოში მუშაობს ამ ბრენდით.


იმპლანტები იხრახნება სამუდამოდ და საჭიროებს რეგულარულ სერვისს. ამავდროულად, ნაკლებად ცნობილი ბრენდი უბრალოდ შეიძლება გავიდეს საქარათველოდან ან ზოგადად შეაჩეროს წარმოება. იმპლანტის მოვლა შემდეგ დიდი პრობლემა იქნება.

მნიშვნელოვანია ფასი
საშუალო ან მაღალი ფასი - კარგია, დაბალი კი - საშიშია.

ხარისხიანი იმპლანტი - იაფი ვერ იქნება. ოპერაციის ღირებულებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმპლანტის ფასი, არამედ დამატებითი პროცედურებიც. ასევე, ბევრი რამ არის დამოკიდებული კლინიკის და ექიმის პროფესიულ დონეზე. როგორც წესი, პრესტიჟულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობა უფრო ძვირია.

რა ღირს იმპლანტები?

პირველ რიგში, შეარჩიეთ გამოცდილი ექიმი. და ის უკვე შეეცდება აირჩიოს ვარიანტი, რომელიც თქვენთვის შესაფერისია. დაიმახსოვრეთ, რომ რაც იმპლანტიც არ უნდა ჩახრახნოს ექიმმა, იმან, რა თქმა უნდა, იცის თავის მუშაობის ფასი, ამიტომ ყველაზე დაბალი ფასი ყოველთვის ლატარიის თამაშია.
უნივერსალურობა
მწარმოებლისგან მრავალფეროვანი აბატმენტები და ინსტრუმენტები ეხმარება ექიმს უკეთესად შეასრულოს თავისი საქმე.

სტომატოლოგიური მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია. ექიმი ირჩევს გამოსავალს თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის. რაც უფრო მეტი აბატმენტი აქვს ბრენდს, რაც უფრო მდიდარია ქირურგიის ხელსაწყოების ნაკრები და რაც უფრო მეტი გამოსავალს სთავაზობს მწარმოებლები ექიმს, მით უფრო ადვილია ექიმისთვის შეასრულოს თავისი სამუშაო ეფექტურად და ზუსტად.

მიმართეთ ექიმს და შეარჩიეთ ბრენდი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა კონსტრუქციებისთვის ღირსეულ კომპლექტს.
ტექნოლოგიები
ტექნოლოგიის წყალობით ბრენდი უფრო საიმედო და უსაფრთხოა; ექიმებისთვის უფრო მოსახერხებელია მასთან მუშაობა.

იმპლანტის მწარმოებლები ინვესტირებას ახდენენ ტექნოლოგიაში რისკების შესამცირებლად, ექიმის მუშაობის გასამარტივებლად და კლინიკური სიტუაციების სპექტრის გასაფართოებლად, რომელშიც შესაძლებელია იმპლანტაცია.

მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, პროთეზირების დროს სირთულეების თავიდან აცილება შესაძლებელია მწარმოებლის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის გამო.
კომპანიის რეპუტაცია
კომპანიის რეპუტაცია = კლინიკური კვლევები + ტექნოლოგიის გაუმჯობესება + ხარისხის კონტროლი.

ბრენდის რეპუტაცია ფული ღირს. ამიტომ, იმპლანტის მწარმოებლები ცდილობენ შეინარჩუნონ იგი მაღალ დონეზე: ისინი ინვესტირებას აკეთებენ კლინიკურ კვლევებში, მუდმივად აფასებენ მათი პროდუქციის ხარისხს, აუმჯობესებენ ტექნოლოგიებს, იყენებენ მაღალი ხარისხის მასალებს და ყველაზე ძვირადღირებულ თანამედროვე აპარატებს, მონაწილეობენ კონგრესებსა და კონფერენციებში, აგრეთვე იძლევიან უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებს კვლევისა და განვითარების გრანტებისთვის, ასწავლიან ექიმებს და სტუდენტებს.

ზოგადად, ბრენდის რეპუტაცია არის იმპლანტის ხარისხის გასაღები.
გარანტია
სიცოცხლის გარანტია - და წერტილი.
მწარმოებლების უმეტესობა იძლევა გარანტიას იმპლანტის ამოვარდნის შემტხვევაში.

შეარჩიეთ იმპლანტები სიცოცხლის გარანტიით. იმპლანტი გარანტიის გარეშე, არასერთიფიცირებული ან უკანონოდ შემოტანილი, არის რისკი არა მხოლოდ ჯიბისთვის, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვის.
Made on
Tilda