მომავალში, ზრუნვა უფრო მარტივი გახდება. მოსავლელი იქნება გვირგვინები და დარჩენილი კბილები - დაახლოებით იგივე, რაც ოპერაციის წინ, უბრალოდ უფრო ფრთხილად.
კბილების გახეხვა
იმპლანტები, როგორც ჯანმრთელი კბილები, უნდა გაიხეხოს დღეში ორჯერ - როგორც ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით, ასევე ირიგატორით. შეგიძლიათ და უნდა გამოიყენოთ სტომატოლოგიური ძაფი, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც იმპლანტებია დანერგილი (შესაძლებელია ღრძილების დაზიანება).
რეკომენდებულია კვილთა შორის სივრცის გაწმენდა სპეციალური ფუნჯით, მაგრამ უმჯობესია გამოიყენოთ ირიგატორი: წყლის ჭავლი არა მხოლოდ ხელს უწყობს კბილების გაწმენდას, არამედ ახდენს ღრძილების მასაჟს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
სტომატოლოგთან ვიზიტი
ექვს თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი ყველასთვის რეკომენდებულია, მაგრამ იმპლანტების დაყენების შემდეგ ეს უბრალოდ აუცილებელია.
პირველ რიგში, რუტინული შემოწმებისთვის - ეს საშუალებას მოგცემთ დროულად აღმოაჩინოთ სტრუქტურული დაზიანება და შესაძლო გართულებები.
მეორეც, პირის ღრუს ჰიგიენის პროფესიონალური სეანსითვის. ძალიან მნიშვნელოვანია ნადების და კენჭების მოშორება: ისინი იწვევს ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას, და, შესაბამისად, იმპლანტების დაკარგვას.