რა ღირს კბილის იმპლანტი?

რა ღირს იმპლანტები?
იმპლანტის ღირებულება შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგრამ ეს არის მხოლოდ მთლიანი ღირებულების ერთ-ერთი ნაწილი. საბოლოო ფასი დამოკიდებულია თქვენს კლინიკურ მდგომარეობაზე, ექიმის კვალიფიკაციებზე და კლინიკის დონეზე.

ასე რომ, იმპლანტოლოგიური სისტემის გარდა, თქვენ უნდა გადაიხადოთ ექიმის მუშაობისთვის, წინასწარი პროცედურების ჩატარებისთვის (მაგალითად, კბილების პროფესიონალურ გაწმენდაში), დამატებითი ოპერაციების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში. ერთი პაციენტისთვის, იმპლანტის ჩახრახნა ერთი ფასი ეღირება, ხოლო მეორესთვის უფრო მეტი, რადგან შესაძლოა მას დაჭირდეს მთელი ყბის და კბილების მოწესრიგება. შემოწმების შემდეგ ექიმი შეძლებს მეტ-ნაკლებად ზუსტი თანხის დასახელებას. პირველადი გამოკვლევა, შესაძლოა იყოს უფასოც კი, მაგრამ გადახდა შეიძლება დაწესდეს მკურნალობის გეგმისთვის და უფრო რთული დიაგნოზისთვის.
ნუ ეძებთ იაფ ვარიანტებს

სამწუხაროდ, კონკურენცია კლინიკებს უბიძგებს ფასების არაადეკვატურად და უსამართლოდ შემცირებას. მაგალითად, გამოუცდელი სპეციალისტების გამო ან საეჭვო ხარისხის იაფი იმპლანტების გამოყენების გამო. თუ ფინანსური მდგომარეობა არ გაძლევთ საშუალებას მიმართოთ კარგ სპეციალისტს, უმჯობესია გადადოთ ეს პროცედურა.

იმპლანტები იხრანხება მტელი სიცოცხლისთვის და მაცდურად იაფი ვარიანტი საბოლოო ჯამში შეიძლება დაგიჯდეთ ძალიან ძვირი.
Made on
Tilda