სერიოზული კომპანიები ბევრ წელს და დიდ ფულს ხარჯავენ სპეციალისტებთან კარგი რეპუტაციის მისაღებად. უნდა შეიქმნას პროდუქტები, რომელსაც ექიმები ენდობიან. რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს იმპლანტების ფასზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ძვირი იმპლანტები - არის კარგი.
ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი იმპლანტი ვერ იქნება იაფი.
რა უნდა გავაკეთოთ?
შეარჩიეთ საიმედო კლინიკა და კარგი ექიმი. ექიმმა უნდა შეაფასოს კლინიკური მდგომარეობა (ძვლის მოცულობა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროთეზის დაგეგმილი ტიპი და ა.შ.). ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით - და ასევე თქვენს ბიუჯეტზე დაყრდნობით - ექიმი გირჩევთ იმპლანტის ტიპს. ოპერაციის წარმატება თქვენზეც იქნება დამოკიდებული. დაიცავით ექიმის ყველა რეკომენდაცია და დაუკავშირდით მას გართულებების ოდნავი ნიშნის შემდეგ. რეგულარულად გაიარეთ რუტინული შემოწმება.
და ეს უმჯობესია არ გააკეთოთ.
პირველ რიგში - უმჯობესია უარი თქვას ფირფიტის იმპლანტებზე - გართულებების რისკი ძალიან დიდია. მათ პროფესიონალ წრეებში დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ და ექიმების განაჩენი ისაა, რომ გართულების რისკებია დიდი.
მეორე - თქვენ არ უნდა აირჩიოთ ნაკლებად ცნობილი კომპანიების იმპლანტები ან იმპლანტები, რომლებთანაც თქვენს ქალაქში ცოტა ექიმი მუშაობს. იმპლანტი იხრახნება გრძელვადიანი პერსპექტივით, ხოლო იდეალურია - მტელი სიცოცხლისთვის.
პოპულარული იმპლანტის ჩახრახნის შემთხვევაში, მათ მოვლას სწრაფად და მარტივად შეგძლებთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
წარმოიდგინეთ: ათი თუ თხუთმეტი წლის შემდეგ თქვენ დაგჭირდათ გვირგვინის შეცვლა, და ერთადერთი კლინიკა, რომელმაც ასეთ იმპლანტებს ხრახნიდა, უკვე დაიხურა (ან უბრალოდ ამოიღო ისინი ასორტიმენტიდან). თუკი იმპლანტისთვის სათადარიგო ნაწილების პოვნაც კი შეძელით, ყველა ექიმი ვერ შეძლებს მათთან მუშაობას.