როგორია საერთაშორისო სტანდარტები იმპლანტების წარმოებისას?

როგორ კონტროლდება ხარისხი?
იმპლანტების სიძლიერის ტესტები.

ქვემოთ ვიდეოში მოცემულია V3 იმპლანტის ნიმუში, რომელიც იმპლანტისთვის ყველაზე ექსტრემალურ დატვირთვას ექვემდებარება - კუთხის ქვეშა დაწოლით გატეხვის მიზნით. დატვირთვის სიძლიერე შეგვიძლია შევადაროთ ზრდასრული ადამიანის მიერ მწვანე ვაშლის ჩაკმეჩასთან.

ეგეთი სამეცნიერო ექსპერიმენტის ერთი ციკლის რაოდენობაა 5 მილიონი, დაახლოებით ამდენჯერ ადამიანი ამოძრავებს ყბებს 6 წლის განმავლობაში. არც იმპლანტი, არც აბატმენტი და არც ჭანჭიკი არ გახლეჩილა.

რა თქმა უნდა, ყველა იმპლანტი არ ექვემდებარება ასეთ ტესტებს, მაგრამ ყველა ახალმა პარტიამ უნდა გაიაროს ტესტი ქარხანაში.

სხვათა შორის, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს საკუთარი საცდელი აპარატურა.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმპლანტები იხრახნება იმისათვის, რომ მტელი ცხოვრება გვქონდეს. თუ იმპლანტი გაიხლეჩება/გატყდება თქვენს საკუთარ ძვალში - ეს არის დიდი პრობლემა. MIS არ იყენებს ჩვეულებრივ სუფთა ტიტანს, არამედ სპეციალურ სამედიცინო ტიტანს შენადნობის დანამატებით. ასეთი ტიტანის შენადნობები გამოიყენება თეძოს სახსრების პროთეზირებაში ზოგადი მედიცინაში, სადაც ძალზე მნიშვნელოვანია მასალის სიმტკიცე.

იმპლანტის ზედაპირის გაწმენდა

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. ყველა ძირითადი მწარმოებელი მუშაობს საკუთარი ტექნოლოგიით ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლებისგან იმპლანტების დასუფთავებისთვის. იმპლანტის მთლიანად გაწმენდა ძალიან რთულია. MIS-მა ეს შეძლო, მაგრამ ტექნოლოგია თავისთავად სავაჭრო საიდუმლოებას წარმოადგენს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმპლანტის იმ ადგილებში, სადაც ზედაპირზე არის უცხო ნაწილაკები (მაგალითად, გოგირდი), ძვალი არასოდეს შეეზრდება, რადგან სხეული ამ ელემენტებს აღიქვამს, როგორც უცხოს. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ლაქები იმპლანტზე, მით ნაკლებია კონტაქტი ძვალთან.

როგორც ერთმა ქირურგმა თქვა: პაციენტებს არ სურთ, რომ სკალპელი თითქმის სუფთა იყოს, მათ სურთ რომ ის სრულყოფილად სტერილური იყოს.

თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოს MIS-ის ზედაპირის შესახებ, მოგვწერეთ და ჩვენ გამოგიგზავნითყველაზე ცნობილი გამოცემის POSEIDO- ს დამოუკიდებელი კვლევის შედეგებს.
POSEIDO (ჟენევა, შვეიცარია) არის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს კვლევებს პერიოდონტოლოგიის, ქირურგიის, იმპლანტოლოგიის, ესთეტიკური და აღდგენითი სტომატოლოგიის სფეროში.




Made on
Tilda