ძირითადი საშიშროები

ეჭვის შეტანა ნორმალურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. უმჯობესია ყველა კითხვა ექიმთან ერთად გაიაროთ, რომელსაც ენდობით. საუბრის გასამარტივებლად, ჩვენ გვთავაზობთ ინფორმაციას იმ ძირითად ეჭვებზე, რომლებიც პაციენტებს აწუხებთ.
არის თუ არა მტკივნეული?

დიახ, ისევე, როგორც ნებისმიერი ოპერაციის დროს. უფრო სწორად, უშუალოდ იმპლანტაციის დროს თქვენ ვერაფერს იგრძნობთ - პროცედურა ადგილობრივი ან საერთო ნარკოზის ქვეშ ტარდება. ოპერაციის შემდეგ - ერთიდან ოთხ დღემდე - შეიძლება აღინიშნოს ტკივილი (დაახლოებით, როგორც კბილის ამოღების შემდეგ). ჩვეულებრივ, ტკივილი ნორმალურია, არ არის ძალიან ძლიერი და მარტივი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მას აქრობს. ძლიერი ტკივილი შეიძლება ორ შემთხვევაში იგრძნოთ: თუ გაქვთ ძალიან დაბალი ტკივილის ბარიერი, ან იმპლანტი გაკეთდა დარღვევებით. ხშირ შემთხვევაში, ტკივილის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე უშუალოდ ტკივილის შეგრძნება. იმისთვის, რომ პროცედურას არ მოყვეს გართულებები, გირჩევთ, გულდასმით აირჩიოთ კლინიკა და ექიმი.

არის თუ არა დანერგვა ძვირი?

ზოგადად, იმპლანტაცია არ არის იაფი ოპერაცია. იმპლანტები ძვირი მასალაა და ასევე გამოცდილი ქირურგის მომსახურება, დამატებითი მკურნალობა და პროცედურები შედის ფასში. ღირებულება მერყეობს და საგრძნობლად დამოკიდებულია შემთხვევის სირთულესა და იმპლანტების ხარისხსა და რაოდენობაზე.

აირს თუ არა პროცედურა ხანგრძლივი?

თითო იმპლანტის დანერგვის ოპერაცია 20-30 წუთს საჭიროებს. მკურნალობის ხანგრძლივობას რაც შეეხება, პერიოდი პირველი ვიზიტიდან მუდმივი გვირგვინის დანერგვამდე დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევაზე. ზოგ შემთხვევაში, იმპლანტების და დროებითი გვირგვინის გაკეთება შესაძლებელია ერთ დღეში. კონსერვატიულ მკურნალობას რამდენიმე თვე სჭირდება. ეს იმას უკავშირდება, რომ იმპლანტები უნდა შეხორსცდეს (მოხდეს ოსტეოინტეგრაცია) და ამას უნდა 3 თვიდან 6 თვემდე პერიოდი.
ეს ხომ ოპერაციაა
დიახ, ეს ოპერაციაა, თუმცა იგი დიდ საფრთხეს არ შეიცავს, გართულებების წარმოქმნის საკმაოდ დაბალი რისკი არსებობს, ხოლო შეხორცების (ოსტეოინტეგრაციის) შანსები კი მაღალია. პროცედურა ტარდება ადგილობრივი გამაყუჩებლებით, შესაბამისად ორგანიზმი ნაკლებ დატვირთვას განიცდის, ვიდრე საერთო ნარკოზის შემთხვევაში.
ძვირი და რთული მოსავლელია
იმპლანტებზე ზრუნვა არ გამოირჩევა სირთულით ჯანმრთელი კბილების მოვლისგან. სახლის პირობებში მოვლა გულისხმობს კბილების გახეხვას დღეში ორჯერ ჯაგრისით და, საუკეთესო შემთხვევაში, ირიგატორით. მოვლისთვის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი იხარჯება კლინიკაში კბილების პროფესიონალურ გაწმენდაზე, რომლის გაკეთებაც რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ.
არასაიმედოა. ზედმეტად ახალი ტექნოლოგიაა
იმპლანტაციის კვლევები 1967 წელს დაიწყო, ხოლო მისი გამოყენება კი 80-იან წლებში, საქართველოში კი ცოტა მოგვიანებით, 90-იანი წლებში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა უამრავი სამეცნიერო კვლევა, მიღებულია უზარმაზარი გამოცდილება. შედეგად, დანერგვის ტექნოლოგია დახვეწილია სრულყოფილებამდე. უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში, სტომატოლოგები გირჩევენ იმპლანტაციას, როგორც ყველაზე საიმედო მეთოდს, რომელიც არ მოქმედებს მიმდებარე კბილებზე. მაღალია ქართველი იმპლანტოლოგების პროფესიონალური დონე. ზოგიერთი მათგანი მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა შორისაა.
ბევრი უკუჩვენებაა
სინამდვილეში, უკუჩვენება არც თუ ისე ბევრია. იმპლანტაცია მკაცრად ეკრძალება 18-19 წელზე უმცროს პაციენტებს (ძვლოვანი ქსოვილი კვლავ იზრდება) და ზოგიერთი სერიოზული დაავადების შემთხვევაში (მაგალითად, სისხლის შედედების დარღვევები). იმპლანტაცია შესაძლებელია ზოგიერთი ისეთი დაავადების შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ სრულ უკუჩვენებად ითვლებოდა. ეს უბრალოდ ასოცირდება რისკების გაზრდასთან. თქვენ მოგიწევთ ექიმის გულდასმით შერჩევა, დისციპლინის დაცვა მისი მოთხოვნების და რეკომენდაციების შესაბამისად.
არ შეხორცდება
საშუალოდ, არაშეხორცების (დეზინტეგრაციის) რისკია - ასიდან ერთიდან ორ პაციენტს შეადგენს. როგორც წესი, ეს ხდება უმტკივნეულოდ, და იმპლანტის მეორედ ჩახრახნა შესაძლებელია გარანტიით (უმჯობესია წინასწარ გაეცნოთ იმპლანტის კონკრეტული ბრენდისა და კლინიკის საგარანტიო ვალდებულებებს). MIS-ის ასიდან იმპლანტირებული იმპლანტიდან, საშუალოდ, მხოლოდ ორი არ ხორცდება. ამ კომპანიის სიცოცხლის გარანტია გულისხმობს, რომ იმპლანტი უფასოდ შეიცვლება.
გართულებების მაღალი რისკი
ორგანიზმში ჩარევის თვალსაზრისით იმპლანტაცია ჩვეულებრივი ოპერაციაა. გართულებები იშვიათია, დამატებითი პროცედურების ჩატარების შემთხვევაშიც კი (მაგ., ძვლის დაშენება-დამატება/აუგმენტაცია). რისკის შესამცირებლად ყურადღებით შეარჩიეთ ექიმი, ნუ დაზოგავთ თანხას მკურნალობისთვის და მიჰყევით რეკომენდაციებს.
უნდა შეწყვიტოთ მოწევა
დიახ, უმჯობესია უარი თქვათ მოწევაზე მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, სანამ ღრძილზე ჭრილობა მთლიანად შეხორცდება. თუ განაგრძობთ მოწევას, იმპლანტის დეზინტეგრაციის (არშეხორცების) რისკი გაიზრდება.

მწეველ პაციენტებში, წარმატებით დანერგილი იმპლანტებიც კი უარესად ფუნქციონირებს. ოპერაციის დასრულებიდან 10-12 წელიწადში, მწეველთა დაახლოებით 15%-ს სჭირდება ხელახალი იმპლანტაცია. მოწევის შესაწყვეტად ეს საკმაოდ კარგი მიზეზია.
ყველაფერი რიგზეა, მაგრამ...
ნუ იჩქარებთ. შეაფასეთ რისკები, გაქვთ თუ არა რაიმე უკუჩვენება? იფიქრეთ თქვენს სიტუაციაზე, იმპლანტაციის სარგებელზე და ალტერნატივებზე. რა მოხდება, თუ წლების განმავლობაში გადადებთ პრობლემის გადაჭრას და საერთოდ არ მიხვალთ ექიმთან? ჯდება თუ არა იმპლანტაცია თქვენს ბიუჯეტში?

გულწრფელად რომ ითქვას, შიში ყველაზე ხშირად გვიშლის ხელს და ყოველთვის არ არის შესაძლებელი გონივრული არგუმენტებით მისი გადალახვა. ვის მოსწონს სტომატოლოგთან წასვლა? ვის უყვარს კბილის ტკივილის გაძლება?

ჩვენ არ მოგიწოდებთ სასწრაფოდ გაიკეთოთ იმპლანტი. ჩვენ გირჩევთ, არ გადადოთ კბილების პრობლემის გადაჭრა. დაიწყეთ ექიმის მოძიებით, რომელსაც ენდობით.
განიხილეთ პრობლემა მასთან. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ პროცედურაზე.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ის უნდა იყოს ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული.

Made on
Tilda