რა არის ციფრული
იმპლანტოლოგია?
განაკვეთის გარეშეა?

კომპიუტერული / ციფრული იმპლანტოლოგია
თანამედროვე სტომატოლოგია იყენებს ყველა შესაძლო ტექნოლოგიას. მთავარი მიღწევაა პაციენტების დიაგნოზირებისა და მკურნალობის დაგეგმვის მეთოდები კომპიუტერებისა და სპეციალური ციფრული მოწყობილობების დახმარებით.

სტომატოლოგებმა შეძლეს დაგეგმონ მკურნალობის მთელი კურსი საბოლოო პროთეზირებამდე. არსებობს პროგრამებიც კი, რომლებშიც გამოჩნდება თქვენი მომავალი ღიმილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვისაუბრებთ უფრო მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე.
ტექნოლოგია MIS MGuide-ის შესახებ
იმპლანტების დაყენების პროცედურა - მხოლოდ სამომავლო გვირგვინებისა და ხიდების მომზადების ეტაპია. და ორთოპედისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგი ამ საყრდენებს (იმპლანტებს) განათავსებს სწორ ადგილებში. ეს ერთგვარი სვეტია მდინარეზე საგზაო ხიდის მშენებლობისთვის. თუ ისინი სხვაგვარად დაყენებულნი იქნებიან, ვიდრე არქიტექტორის პროექტში, მათ გადაკეთება მოუწევთ, ან ხიდი არ აშენდება.

გრძელვადიანი უკბილობა (ადენტია) ხშირად ქმნის სერიოზულ შეზღუდვებს იმპლანტის განთავსებაზე.

ქირურგმა უნდა გაითვალისწინოს ყბის სტრუქტურის ანატომიური თვისებები, ხოლო კბილების გახანგრძლივებული არყოფნის შემდეგ, ძვალი თხელი ხდება. ძვლის გადანერგვის (აუგმენტაციის) გარეშე იმპლანტაცია შეუძლებელი ხდება. რა მოხდებოდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა იმპლანტის ჩახრახნა არა თვალით, არამედ ძალიან მაღალი სიზუსტით, ძვლის ქსოვილის ყოველი მილიმეტრის გამოყენებით? ეს არის ზუსტად ის, რაც საშუალებას იძლევა MIS MGuide ტექნოლოგია (ემაეს ემ-გაიდი).


ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიები ახლა მსოფლიოში უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მათი არსი შემდეგნაირია:

• კომპიუტერული ტომოგრაფია (ციფრული სამგანზომილებიანი რენტგენის სურათი) სახის ჩონჩხის განსაკუთრებულად დეტალურ ციფრულ გამოსახულებას იძლევა, ხოლო MGuide პროგრამა ქმნის ყბის ყველაზე ზუსტ კომპიუტერული მოდელს.

• შემდეგ, იმპლანტოლოგი ირჩევს იმპლანტის ტიპსა და ზომას MIS MGuide პროგრამაში და ვირტუალურად აყენებს მას საუკეთესო მდგომარეობაში შემდგომი პროთეზისთვის პაციენტის ყბის ციფრულ ეგზემპლარზე. იგი ასევე განსაზღვრავს ადგილმდებარეობას ძვლის შესაფერისი თვისებებით და ამოწმებს თუ როგორ იქნება ეს დაკავშირებული მომიჯნავე კბილებთან.

• ამ მონაცემებიდან გამომდინარე, MIS აწარმოებს ნავიგაციის ინდივიდუალურ შაბლონს, რომლის საშუალებითაც ქირურგი აყენებს იმპლანტებს დეფექტებისა და ნერვული არხების გვერდის ავლით.

• მას შემდეგ, რაც წინასწარ არის ცნობილი, თუ სად და როგორ დადგეს იმპლანტები, ორთოპედს შეუძლია დროებითი პროთეზი ან გვირგვინები გააკეთოს წინასწარ და დააყენოს ისინი დაუყოვნებლივ ოპერაციის დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში, MIS MGuide ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებებლია მაშინ, როდესაც თქვენ საჭიროებდით ძვლის გადანერგვას და ახლა უკვე აღარ.

კერამიკული გვირგვინები და CAD / CAM ხიდები
კერამიკული გვირგვინები და CAD / CAM ხიდები ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ ფასი ძალზედ მაღალი იყო. გარდა ამისა, ისინი დიდი ხნის განმავლობაში იწარმოებოდნენ და საზღვარგარეთიდან დიდ ხანს ველოდებოდით მათ მიწოდებას.

კერამიკისა და ცირკონისგან დამზადებული გვირგვინები და ხიდები ვუწოდებთ მეტალის გარეშე.

ახლა, ზოგიერთმა იმპლანტოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის MIS-მა, დაამუშავა ეს ტექნოლოგია და გახადა ხელმისაწვდომი ჩვენს ქალაქებშიც. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა დრო და ასეთი გვირგვინები და აბატმენტები უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

ინდივიდუალური აბატმენტებისა და გვირგვინების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა ის მაინც უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტული ვერსია. ეს არის პროთეზირების სასურველი მეთოდი - მისი უპირატესობები გადახურულია ფასის მცირე განსხვავებით.

სულ მალე, სტანდარტული კონსტრუქციები მთლიანად დაემორჩილება CAD / CAM ტექნოლოგიებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ინდივიდუალური CAD / CAM აბატმენტების ფორმა სრულად ითვალისწინებს ღრძილების მდგომარეობას და დონეს, ასევე შესაცვლელი კბილის ფორმას (საღეჭი კბილი და სხვა კბილებისგან მაგალიტად ძალიან განსხვავებულია, როგორც დღე და ღამე).
Made on
Tilda